ფლორიდაში კაცი სასწაულებრივად გადაურჩა თვითმფრინავთან შეჯახებას

09:22 09-15-2019
22
ინციდენტი აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკა-რატონში მოხდა. აეროდრომის თანამშრომელს ანგარიდან ნაგავი გაჰქონდა, ამ დროს კი მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი Piper PA-28 აეროდრომზე ავარიულად დაეშვა.
 
აეროდრომის გარეკამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, დაშვებისას როგორ დააზიანა თვითმფრინავმა ასაფრენი ბილიკი და ღობე. აეროდრომის თანამშრომელი კი რომელიც თავის საქმეს ასრულებდა, სასწაულებრივად გადარჩა სიკვდილს, მან რამდენიმე წამით ადრე მოახერხა მისკენ მომავალ თვითმფრინავს გასცლოდა.

წყარო: wptv.com