კანადაში სროლისას 17 წლის ბიჭი მოკლეს, დაჭრილია რამდენიმე მოზარდი

09:14 09-15-2019
102

კანადაში, ონტარიოს პროვინციის ქალაქ მისისოგაში სროლისას 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა და ერთი ქალი და ოთხი მოზარდი მძიმედ დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის პოლიცია სროლაში ეჭვმიტანილებს ეძებს. სროლის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

წყარო: CBC