დღეს ქართველი მკლავჭიდელის ლევან საგინაშვილის დაბადების დღეა

01:03 09-15-2019
147

დღეს, ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი დაბადების დღეა. ვიდეოს სოციალურ ქსელში პროფესიონალური მკლავჭიდის ლიგა ავრცელებს.

„ქართველი ჰალკი“ კარიერის უმნიშვნელოვანეს ტურნირში მონაწილეობს. ის მონაწილეობს „ტოპ 8“ ტურნირში, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდება, პირველი და მეორე ეტაპი „ჰალკმა“ წარმატებით ჩაატარა. მეორე შეხვედრაში ლევანმა მოწინააღმდეგე 6:0 დაამარცხა.

ტურნირის ფორმატი მარტივია: მსოფლიოს 8 საუკეთესო მკლავჭიდელმა მეოთხედფინალის, ნახევარფინალის და ფინალის გზით უნდა გამოავლინონ პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელი. მეორე ეტაპზე, გამარჯვებულები ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ, დამარცხებულებს კი თავიანთი ნახევარფინალები ექნებათ, მათი მიზანი კი უკვე მე-5 ადგილის დაკავებაა.

თითოეული ადგილი მნიშვნელოვანია, რადგან პოზიციების მიხედვით საპრიზო თანხებია დაწესებული. მაგალითად, ჩემპიონი 50 000 აშშ დოლარს იგებს, ხოლო ბოლოადგილოსანი 5 000 აშშ დოლარს დასჯერდება.