ნუ კოცნით ქათმებს - აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი

00:58 09-15-2019
142

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს: არ აკოცონ თავიანთ ქათმებს. მიზეზი სალმონელას დაავადებაა, რომლის ერთეული შემთხვევები აშშ-ში დაფიქსირდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ასევე სთხოვს, რომ ქათმები არც სახლში იყოლიონ და მათთან ერთად არც საკვები მიიღონ. 

სალმონელას ბაქტერია იწვევს სალმონელოზს. ეს ინფიცირებული საკვების მიღებით წარმოქმნილი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რაც ვლინდება მწვავე გასტრიტის, გასტროენტერიტის ან გასტროენტეროკოლიტის სახით. დაბინძურების წყარო შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი ცხოველები (შინაური და გარეული ცხოველები და ფრინველები), ისე პროდუქტები – ხორცი, რძე, კვერცხი.

წყარო: CNN