საზოგადოებას საფრთხის განცდა აქვს, არაფერს უპირებ და მაინც თავდაცვით მდგომარეობაშია, გეჩხუბება - ნეიროფსიქოლოგი

22:58 09-14-2019
98

ემოციების მართვა ერთ-ერთი უმთავრესი და პრობლემური საკითხია. ხშირად სწორედ ამაზე დგას ადამიანების ურთიერობები. ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძეფორტუნასთან“ ემოციების რეგულაციაზე საუბრობს.

„შევხედოთ ჩვენს თავებს, სარკეში ჩავიხედოთ, დავაკვირდეთ როცა ვლაპარაკობთ, რა სახე გვაქვს და რა ტონით ვსაუბრობთ. ჩვენი საზოგადოება როგორია იცით? საფრთხის განცდა აქვს, არაფერს უპირებ და მაინც თავდაცვით მდგომარეობაში დგას, გეჩხუბება. სანამ წაგება-მოგების ენით ვსაუბრობთ, რჩევებსაც არ აქვს აზრი. საკუთარ გრძნობებში ჩავიხედოთ და ვისწავლოთ სიბრაზის მართვა.

დღეს ამერიკულ და ბრიტანულ სკოლებში შეტანილია საგნად ემოციური ინტელექტის მართვა. ეს აღმოჩნდა მთავარი ცოდნის მიღებისთვის, კარიერის გაკეთებისა და ზოგადად, ცხოვრებისთვის. ისინი ჩვენზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ, ეს პრობლემა დაინახეს, აღიარეს და მუშაობენ“ - ამბობს ნეიროფსიქოლოგი.