სომხეთში 33 წლის ტურისტი საცოლის გადასარჩენად დათვს შეებრძოლა

22:30 09-14-2019
3645

33 წლის პოლონელი ტურისტი სომხეთში არაგაწის მთაზე დათვთან შეჭიდების დროს დაიღუპა. ის და მტაცებელი ცხოველი კლდიდან გადავარდნენ.
გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა წყვილი სომხეთში არაგაწის მთაზე ავიდნენ, დაახლოებით 3500 მეტრ სიმაღლეზე მათ თავს დათვი დაესხათ. კაცი საცოლეს გადაეფარა და დათვს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც დათვიც და ტურისტიც მთის ფერდობზე დაგორდნენ და ხევში გადაიჩეხნენ. ადგილზე მისულ მაშველებს ქალი შოკურ მდგომარეობაში დახვდათ, თუმცა მას არანაირი ჭრილობა არ აღენიშნებოდა.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი დროით 14:26 საათზე პოლონეთის მოქალაქისგან მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ მას და მის საქმროს ​არაგაწიც მთაზე დათვი დაესხა თავს.

ექსპერტიზას ჯერ არ დაუდგენია, ტურისტი დაცემისგან გარდაიცვალა, თუ დათვთან შებრძოლების დროს მიღებული ჭრილობა იყო სასიკვდილო.

დათვი გადარჩა, ის მაშველებმა გარდაცვლილ კაცთან ერთად ვერ იპოვეს.

წყარო: armeniasputnik.am