ქმარმა ცოლს ადამიანის ძვლისგან დამზადებული ბეჭედი აჩუქა

22:30 09-14-2019
143

ჩრდილოეთ კაროლინის მკვიდრმა ბრიტანი რასელმა (აშშ), სოციალურ ქსელში ბეჭდის ფოტო გაავრცელა, რომელიც მას ქმარმა აჩუქა. „ფეისბუქის“ ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში That's It, I'm Ring Shaming მან გაავრცელა ბეჭდის ფოტო, რომელსაც თავის ქალის ფორმა აქვს და ავტორის თქმით, ის ადამიანის ძვლისგან არის დამზადებული.

„ქმარმა ახლახანს გამაკვირვა ამ ბეჭდით და რა თქმა უნდა, მინდა თქვენც იცოდეთ. ის ხელინაკეთია და ნამდვილი ადამიანის ძვლისგან არის დამზადებული. ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ ძალიან მიხდება“ - წერს ქალბატონი.

width=570

ამ ფაქტმა სოციალურ ქსელში მღელვარება გამოიწვია, ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალბატონი რასელი მიცვალებულებს პატივს არ სცემს და მის ქმარს „არაფერი წმინდა არ შერჩენია“

The Daily Mail -ის ინფორმაციით, ამერიკაში ადამიანის ძვლების ყიდვა-გაყიდვა ძირითადად ლეგალურია. ამასთან, ზოგიერთ შტატს აქვს საკუთარი კანონები, თუ როგორ უნდა მოხდეს ძვლების მოპოვება და ტრანსპორტირება.