ველური ბუნების ამსახველი სახალისო ფოტოები გამოავლინეს

22:14 09-14-2019
314

Comedy Wildlife Photography Awards -ის 2019 წლის დაჯილდოებისთვის ფინალისტები გამოვლინდნენ. აღნიშნული დაჯილდოება მეხუთე წელია ტარდება და ველური ბუნების ამსახველ სახალისო ფოტოებს მოიცავს.

კონკურსი ველური ბუნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მისი შემქმნელები, პროფესიონალი ფოტოგრაფები და ბუნების დამცველები, პოლ ჯონსონ-ჰიქსი და ტომ სალამასი არიან. კონკურსში მონაწილეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფასოა.

გამარჯვებული 13 ნოემბერს გახდება ცნობილი.