ავარიის შემდეგ მამას უთხრეს, რომ სამივე ქალიშვილი დაიღუპა

22:10 09-14-2019
245

26 წლის სომჩაი ლურაკი და ემა ვეიგანი აიდაჰოს შტატში ცხოვრობდნენ. სომჩაი რესტორნის მენეჯერი იყო. 12 სექტემბრამდე მათ ოჯახში ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ახლა უკვე მან არ იცის ცხოვრებას შვილების გარეშე როგორ გააგრძელებს. ავარიაში მან სამი მცირეწლოვანი (3-დან 6 წლამდე) ქალიშვილი დაკარგა,

ავტომობილი შუქნიშანზე იდგა, როცა მას 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანა შეეჯახა.

რამდენიმე საათის შემდეგ კაცი აიდაჰოს ერთ-ერთ საავადმყოფოში მოვიდა გონს. მის გვერდით მისი ძმა ენტონი იდგა, რომელმაც უთხრა, რომ ემას მოტეხილობები ჰქონდა და გვერდით პალატაში იწვა, მაგრამ გოგონები – ანინა, კია და დრაიკა ცოცხლები აღარ იყვნენ. ისინი შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ.

თავად სომჩაის, კისტეის არეში მიღებული 7 დაზიანების გამო, მოძრაობის უნარი შეეზღუდა.

მთვრალი მძღოლი დაკავებულია. მას სამმაგ მკვლელობაში ედება ბრალი.

წყარო: The Sun