ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713951723

ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე, განსაზღვროს ბექა ოდიშარიას თუ სხვა დეპუტატების მოქმედება, რომ მათ ვერ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ლატვიის საელჩოს მიერ დეპუტატ ბექა ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევის ფაქტს ჟურნალისტებთან აფასებს.ჟურნალისტის კითხვაზე, ეს ხომ არ ნიშნავს კიდევ ერთ გზავნილს იმისა, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით საქართველო სცილდება ევროპას, მდინარაძემ უპასუხა, რომ „არანაირი დაშორება ევროპასთან, პირიქით, ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ღონისძიება ქართველ დეპუტატზე“„ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ ამით მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე და საქართველოს შიდა საქმეებში აშკარა მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ განსაზღვროს ბექა ოდიშარიას თუ სხვა დეპუტატების მოქმედება, რომ მათ ვერ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებები მიიღონ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ“.-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლაზარე

საზოგადოება 1713951304

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა.„საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა“, - წერს ადმინისტრაცია

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713951047

პრობლემა არ უნდა შეექმნას არც ერთ ქალს და რა თქმა უნდა, არ უნდა ჩამოერთვას მომავალი დედობის უფლება, თუნდაც ეს იყოს ხელოვნური განაყოფიერების გზით - [კომენტარი] მოჭრეს და პირიქით დაატრიალეს ეს ყველაფერი - ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, განსაკუთრებით ამ სფეროში - მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტში წინა წლის ბოლოს დაინიცირდა კანონი მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ. როგორც კი შიდა მსჯელობის დროს, ერთი ადამიანის მხრიდან კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალს, რომელიც არ არის ქორწინებაში, შეეძლოს თუ არა რომ ხელოვნური განაყოფიერებით შვილი ჰყავდეს, ჩემი უშუალო ინიციატივით, ამ საკითხის განხილვა საერთოდ გაჩერდა, იმდენად მხარს ვუჭერ ქალთა უფლებებს ამ მიმართულებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რითაც გამოეხმაურა ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საიდანაც ჩანდა, თითქოს მდინარაძე ხელოვნური განაყოფიერების გზით შვილის ყოლის უფლებას ეწინააღმდეგებოდა.მამუკა მდინარაძის განმარტებით, აღნიშნულმა გამოცემამ დამახინჯებული ინფორმაცია გაავრცელა, ვინაიდან, მიეცა შესაძლებლობა, ვრცელი კომენტარიდან ბოლო ნაწილი მოეჭრა და მისი ნათქვამისთვის კონტექსტი შეეცვალა. მისივე თქმით, არც ერთ ქალს არ უნდა ჩამოერთვას დედობის უფლება და ამ საკითხთან დაკავშირებით, პრობლემა არ უნდა შეექმნას.„იყო ვრცელი საუბარი და საშუალება ჰქონდათ, მოეჭრათ ბოლო 20 წამში ნათქვამი და მოეტყუებინათ ქალები, თითქოს პირიქით იყო, არადა, გუშინაც ზუსტად ამ კონტექსტში ვილაპარაკე, დავიწყე იმით, რომ ასეთი საკითხი დადგა საკამათოდ და აქ საკამათო არაფერია, პათოსი ეს იყო.რა თქმა უნდა, პრობლემა არ უნდა შეექმნას არც ერთ ქალს და რა თქმა უნდა, არ უნდა ჩამოერთვას მომავალი დედობის უფლება, თუნდაც ეს იყოს ხელოვნური განაყოფიერების გზით. ეს საკამათოდ დადგა და ერთმა ადამიანმა მსგავსი საკითხი გაახმოვანა თუ არა, საერთოდ გავაჩერეთ კანონპროექტი, წარმოიდგინეთ და მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი ამის. პირიქით, ანუ იმდენად ვუჭერდი ქალთა უფლებებს და სამომავლო დედობის უფლებას მხარს აი ამ კონტექსტშიც კი, რომ მხოლოდ ამ საკითხის ამგვარად დასმის გამო საერთოდ გაჩერდა განხილვა. ადამიანი, რომელიც ამგვარად უჭერს ამ საკითხს მხარს, ეს შეგიძლიათ პირიქით დაატრიალოთ, ამაზე დიდი მავნებლობა „პუბლიკა“ იქნება თუ ვინც იქნება, არ არსებობს ბუნებაში. მე რამდენიმე ჩემმა მეგობარმა, კოლეგამ ჩამიგდო გუშინ, რომ პირიქით კონტექსტში იყო და ეს არ უნდა იკადროთ ხალხო. ხომ შეიძლებოდა, რომ ვიღაცას მოესმინა - არადა მოისმინეს, თავიდან ბოლომდე რა კონტექსტში იყო ნათქვამი გუშინაც ხომ ჩანდა? არა, რადგან ბოლო 30-მა წამმა საშუალება მისცა, მოჭრეს ის და პირიქით დაატრიალეს ეს ყველაფერი. ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, განსაკუთრებით ამ სფეროში.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ნოე

ტაბლოიდი 1713950820

ორსული ჯანეტ ქერდიყოშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს

ტელესახე ნოე სულაბერიძემ და მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა ცოტა ხნის წინ საზოგადოებას სასიხარულო ამბავი გაუზიარეს - მალე მეორე შვილის მშობლები გახდებიან.წყვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ჯანეტი.

ბეჰემოთი

ტაბლოიდი 1713950803

ზოოპარკში, ბეჰემოთი, რომელიც 7 წლის განმავლობაში მამრი ეგონათ, მდედრი აღმოჩნდა (იაპონია)

იაპონიის ზოოპარკში, ბეჰემოთი, რომელიც 7 წლის განმავლობაში მამრი ეგონათ, მდედრი აღმოჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.12 წლის ბეჰემოთს, სახელად გენ-ჩანს დნმ-ის ტესტის მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მომვლელებმა შენიშნეს, რომ მას მამრისთვის დამახასიათებელი ქცევები არ ჰქონდა.BBC-ის ინფორმაციით, გენ-ჩანი იაპონიაში 2017 წელს მექსიკის ზოოპარკიდან ჩაიყვანეს, დოკუმენტების მიხედვით ის მამრი იყო.