არჩილ თალაკვაძე სამინისტროების რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს

18:49 09-14-2019
66

„ჩევნი მთავრობა დარჩება მცირე მთავრობის კონცეფციის მხარდამჭერი, თუმცა ამ კონცეფციის საფუძველზე არ გამოვრიცხავ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს“-  ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე არის თუ არა შესაძლებელი რამდენიმე სამინისტროს აღდგენა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ამის შესახებ კომიტეტების შიგნით გარკვეული არგუმენტები მართლაც არსებობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც პრემიერი მიიღებს.

ეს არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი გახარიამ, მაშინ როცა ის პრემიერმინისტრობის კანდიდატი იყო, თქვა, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროდან გამოყოფის საკითხს განიხილავდა.

ავტორი : გიორგი მაზმიშვილი