ავტობანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

17:52 09-14-2019
43

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. გორის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა აღდგენილია, თუმცა რამდენიმე კილომეტრიანი საცობია.

„უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია. მანქანას გაუჩნდა ხანძარი, გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს“, - ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.