თბილისში კვების ფესტივალი დაიწყო

17:39 09-14-2019
21

ღონისძიება სახელწოდებით - „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ორბელიანის მოედანზე 14-15 სექტემბერს ჩატარდება. ფესტივალზე მისულ მოქალაქეებს 2 დღის განმავლობაში გამორჩეული სწრაფი კვების ობიექტები და სასმლის მწარმოებელი კომპანიები გაუმასპინძლდებიან.  

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ამით საქართველო სწრაფი კვების ფესტივალების მსოფლიო ტრენდს უერთდება.