სიონის საკათედრო ტაძარში ნოდარ ხადურის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

17:11 09-14-2019
117

ფი­ნანსთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი დღეს დაკ­რძა­ლეს.

დი­ლი­დან სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრები მივიდნენ.

სამოქალაქო პანაშვიდზე მოადგილეებთან ერთად მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე ოჯახს მიუსამძიმრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ. ნოდარ ხადურის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა ასევე სამოქალაქო მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ნოდარ ხადური 10 სექტემბერს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.