10 ვაჟის დედამ ქალიშვილი გააჩინა - „ახლა ნამდვილად გავჩერდებით“

16:54 09-14-2019
587

ბრიტანელი წყვილი 10-ჯერ შეეცადა, რომ ქალიშვილი შეძენოდათ და ბოლოს გამოუვიდათ კიდეც. გოგოს ქემერონი დაარქვეს.

39 წლის შოტლანდიელი ალექსის ბრეტი და მისი მეუღლე დევიდი ამჟამად ბედნიერები არიან, რადგან გადაჭარბების გარეშე, სანუკვარი ქალიშვილი ჰყავთ.

„სიმართლე რომ გითხრათ ველოდი, რომ კიდევ ერთი ვაჟი მეყოლებოდა, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ გოგოა...აღფრთოვანებული ვიყავი! ის უკვე ჩვენთანაა“, - ჰყვება 11 შვილის დედა. 

დედის თქმით, 10 ძმა სახლში უკვე კარგად იქცევა. არ ხმაურობენ, რათა და არ გააღვიძონ.

„ახლა კი ნამდვილად გავჩერდებით! ვიცი, რომ იმავეს ვამბობდი შარშან, მაგრამ ახლა ნამდვილად დარწმუნებული ვარ“, - ამბობს 11 შვილის მამა.