რუსთაველის გამზირზე ქუჩაში წყალი გადმოდის (ვიდეო)

15:26 09-14-2019
692

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ რუსთაველის გამზირზე ქუჩაში წყალი გადმოდის.

ვიდეოზე ჩანს, რომ წყალი ხის ძირიდან მოედინება და პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოხაზული.

საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ გახეთქილია წყლის მილი და სამაშველო ჯგუფი უკვე გაემართა ადგილზე სიტუაციის მოსაგვარებლად.

შეგახსენებთ, რომ „Fast and Furious“-ის გადაღებების გამო 14 სექტემბერს თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.