გავითვალისწინეთ განწყობები და მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება - თალაკვაძე

15:12 09-14-2019
16

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს რუსთავში გრძელდება.

განხილვის მთავრი თემა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც 2020 წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერი უნდათ ჩატარდეს. 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ახალი კონსტიტუცია მიჯნავს უფლებამოსილებებს ხელისუფლების შტოებს შორის, რომელიც იძლევა უფრო ძლიერ, მყარ გარანტიებს ადამიანის უფლებათა დასაცავად და  არის მოწოდებული, რომ ქვეყანას მომავალში ჰქონდეს სტაბილური დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა.

„გვაქვს შანსი, გარდამავალ დებულებაში შევიტანოთ ცვლილება პროპორციული არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ხაზს ვუსვამ თარიღთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ერთი წლის წინ, როდესაც შევცვალეთ კონსტიტუცია მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გადავიდოდა პროპორციული არჩევნების სისტემაზე. ამისთვის იყო განსაზღვრული 2024 წელი, ანუ ჩვენ ვთვლიდით, რომ 2024 წელს უნდა მომხდარიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ჩვენ გვქონდა არგუმენტები. ეს არგუმენტები დღესაც არსებობს, თუმცა თქვენი მოთხოვნით, ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით, პოლიტიკური ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ, როგორც დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალამ, გავითვალისწინეთ ეს განწყობები და მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება – პროპორციული არჩევნები 2020 წელს ჩავატაროთ ნულოვანი ბარიერით“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ .

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს კიდევ უფრო მეტ შანსს აძლევს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მოიპოვონ მხარდაჭერა და მოიპოვონ მანდატები საქართველოს პარლამენტში.