ოთარ კახიძე თაკო ჩარკვიანზე - „ეს ახლად განქოცებული ქალბატონი...“

14:49 09-14-2019
2649

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ოთარ კახიძემ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს „განქოცებული ქალბატონი“ უწოდა და ამის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

„ევროპული საქართველო გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა წინასწარ განაცხადონ ივანიშვილთან კოალიციის მიუღებლობის თაობაზე.

ენმ-ს ირგვლივ არსებული კოალიციის ერთ-ერთმა სპიკერმა და სახემ, თაკო ჩარკვიანმა ჩვენი ინიციატივა მონათლა თაღლითობად და ივანიშვილთან თანამშრომლობაში დაგვადანაშაულა.

ეს ახლად განქოცებული ქალბატონი რომ ივანიშვილთან თანამშრომლობას გვაბრალებს, სასაცილოა პირდაპირ. 2012-ში ხომ ქოცობდა და 2016-17 წლებშიც ელოდა სარგებელს ბიძინასგან. მერე დაიწყო ოპოზიციონერობა და რომის პაპზე დიდი კათოლიკე გახდა.

მაგრამ სამწუხაროდ მისი ბრალდებები ასავალ-დასავალის სტილში მხოლოდ ქოცური ბექგრაუნდით არ აიხსნება. აღნიშნული ნაცმოძრაობის ცილისმწამებლური კამპანიის გამოძახილია, სწორედ ისინი გვეძახდნენ გარიგებულებს და მოსყიდულებს, როგორც ჩანს, ახლა ჩარკვიანს აქვს ეს როლი მორგებული.

საზოგადოება ყველაფერს ხედავს და აფასებს, ეს არის მთავარი“, - წერს ოთო კახიძე.

13 სექტემბერს, „ევროპულმა საქართველომ“  ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. თაკო ჩარკვიანმა აღნიშნული შეთავაზების შეფასებისას განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის.