აქცია „სირცხვილია“ დღეს ზუგდიდის მერიასთან გაიმართება

13:11 09-14-2019
26

„#სირცხვილია, ერთად ერთის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით დღეს, 19 საათზე ადგილობრივი აქტივისტების ორგანიზებით ზუგდიდის მერიასთან აქცია გაიმართება. როგორც ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეუერთდებიან თბილისში ანტისაოკუპაციო მოძრაობის პროტესტს და მათ მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

„20 ივნისს ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა, ოკუპაციის იგნორირებამ და გავრილოვის ღამეს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობამ საზოგადოება გააერთიანა ერთი კონკრეტული გზავნილის გარშემო - #სირცხვილია ადამიანები პროტესტს ერთნაირად მწვავედ გამოხატავდნენ როგორც ცენტრალური, ისე იმ რეგიონული მმარველობების წინააღმდეგ, რომლებიც ღიად აჟღერებდნენ პრორუსულ განცხადებებს. 20 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში და მასობრივი პროტესტით დაუპირისპირდებიან პრორუსულ ძალებსა და სახელმწიფო პოლიტიკა“, - წერია განცხადებაში.

ავტორი : თეა შონია