ბიჭს ზლატან იბრაჰიმოვიჩის მსგავსი ვარცხნილობის გამო გაკვეთილებზე დასწრების უფლება არ მისცეს

11:49 09-14-2019
207

რუსეთში კრასნოიარსკის ოლქში მდებარე სკოლამ 10 წლის მოსწავლეს პროხორ ილინიხს შენიშვნა მისცა, იმის გამო, რომ მას უცნაური ვარცხნილობა ჰქონდა. ბიჭი 3 წლიდან ფეხბურთს თამაშობს და მისი კერპი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩია. ზუსტად იბრაჰიმოვიჩის მსგავსი ვარცხნილობით მივიდა ბავშვი სკოლაში.

პროხორს სკოლაში უთხრეს, რომ ან ვარცხნილობა შეეცვალა ან სკოლაში აღარ მოსულიყო და სწავლა სახლში გაეგრძელებინა. მეოთხეკლასელი ადგილობრივმა განათლების სამინისტრომ დაიცვა და განაცხადა, რომ გაკვეთილებიდან ბავშვის დათხოვნა დაუშვებელია. 

ბიჭის ისტორიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რუსი მომხმარებლები ზლატანს სთხოვენ, რომ პროხორ ილინიხს მხარი დაუჭიროს, ხოლო რუსი ფეხბურთელები ბიჭის მხარდამჭერ ვიდეოებს წერენ.

ავტორი: ანეტი მიქელაძე