რისთვის სჭირდება პუტინს უკრაინელი მეზღვაურები?

11:19 09-14-2019
79

ქერჩის სრუტის ინციდენტის შემდეგ, 24 უკრაინელი მეზღვაური რუსეთის წარმომადგენლებმა დააპატიმრეს.  7 სექტემბერს დილით შვიდმა მათგანმა  მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი სასამართლო საპროცესო დაკავების ცენტრი დატოვა.

მეზღვაურების ადვოკატის, ბადამშინის სიტყვებით, მისი კლიენტები გადაიყვანეს მოსკოვში ლეფორტოვოს წინასწარი სასამართლო საპროცესო დაკავების ცენტრიდან სამი ავტობუსით.

აღსანიშნავია, რომ მეზღვაურები არ გაუთავისუფლებიათ გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც ეხება საზღვაო ძალების სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლად გათავისუფლებას, არამედ გაცვალეს. 

უდავოა, რომ 2018 წლის ნოემბერს, ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურების შეპყრობას, ჰქონდა სტრატეგიული მიზანი - გამოეყენებინათ დაკავებული უკრაინელები სხვადასხვა შემთხვევებში.

აშკარაა, რომ მსგავსი ტყვეები პუტინს სჭირდება ადამიანების ბედის ,,ამაოდ’’ მანიპულირებისთვის იმ მიზნით, რომ ,,მოწმინდოს’’ უკრაინის ტერიტორიაზე თავისი დანაშაულების სამხილები. საერთაშორისო „მომენტები“ განსაკუთრებით სენსიტიურ თემას წარმოადგენს რუსული ნაციის ლიდერისთვის, როგორიცაა სამგზავრო თვითმფრინავის განადგურება დონბასის ცაზე.

საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კატასტროფაში რუსეთის ბრალეულობის შესახებ იქნება ხელშესახები დარტყმა კრემლისთვის, რაც გამოიწვევს გაზრდილი სანქციების ზეწოლას და  რუსეთის ფედერაციის იზოლირებას საერთაშორისო დონეზე. აქედან გამომდინარე, რუსეთი სასწრაფოდ ცდილობს ,,გაასუფთაოს’’  სავარაუდოდ რეალური მოწმე, რისთვისაც იყენებს წინასწარ შემუშავებული მანიპულირების ბერკეტებს. კერძოდ, საუბარია 24  უკრაინელ მეზღვაურს, რომლებიც დააკავეს მოგონილი მიზეზების საფუძველზე.

წყარო: https://cont.ws/@neverova/1438970