ზუგდიდის მერმა შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა

11:05 09-14-2019
15

ინიციატივა ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის მერიის ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული.

პროექტის ფარგლებში, პირველი თამაში რა? სად? როდის? ხვალ, დადიანების სასახლეთა ეზოში 18:00 საათზე ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.

სეზონის ბოლოს გამარჯვებული გუნდი ფულად პრიზს მიიღებს.

სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მერს შენიშვნა უკვე მისცა. „ინტელექტის დღე არასწორია! თუ პროექტი თამაშებს გულისხმობს, მაშინ ინტელექტუალური თამაშის დღედ უნდა გამოცხადდეს და არა ინტელექტის დღედ“, -დაწერა კომენტარის სახით სოციალურ ქსელში მოქალაქემ.