პოლიციამ ბათუმში 50 წლის კაცი მოპედის ქურდობის მცდელობისას დააკავა

10:52 09-14-2019
49

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ძ. და 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ძ.-მ ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მოიპარა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ბათუმი-სუფსის საავტომობილო გზის სუფსის მონაკვეთზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

რაც შეეხება მ.ბ.-ს, პოლიციამ ის იმ დროს დააკავა, როდესაც ბათუმში, ზვიად გამსახურიდას ქუჩიდან მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.