სოზარ სუბარი: დიახ, ხაზარაძემ დაიწყო სახელმწიფოსთან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია

10:37 09-14-2019
33

პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბოლო განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ ბიზნესმენმა ღია ომი დაიწყო.

„ადამიანი იგებს ტენდერს, ძალიან კონკრეტული პირობებით და სხვა ადამიანები ვერა, იმიტომ, რომ ეს პირობები მათთვის მიუღებელია და კაცი ამბობს, რომ მე მოვიგე იმიტომ, რომ ვიცოდი რომ ეს შეუსრულებადი იყო, მაგრამ მერე მქონდა ცვლილებების იმედი და ამის შემდეგ იწყებ ომს სახელმწიფოსთან, რომ შემიცვალეთ პირობები. სახელმწიფო მოგყვება, მაგრამ მერე სადღაც მთავრდება. ბოდიში, მაგრამ ვეღარ გამოგყვები. ამის შემდეგ კი ის იწყებს გაცხადებულ, ღია ომს - ცილისწამებას, დაშანტაჟებას, სხვას ვერაფერს დავარქმევ”, – განაცხადა სუბარმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილის გარდა, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე შოთაძის ხილვა მისთვის მოულოდნელი იყო.