ბრაზილიაში კლინიკაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

10:16 09-14-2019
11

რიო დეჟანეიროს ერთ-ერთ კლინიკაში მეხანძრეები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ, თუმცა ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა. 

კლინიკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ცეცხლის გაჩენა სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.