პაატა იმნაძე მშობლებს აცრებთან დაკავშირებით აფრთხილებს

10:09 09-14-2019
15

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­ი პა­ა­ტა იმ­ნა­ძე მშობლებს აცრების აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს.

„სას­წავ­ლო წელი რომ იწყე­ბა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ბავ­შვს ასა­კობ­რი­ვად ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი აცრა ჰქონ­დეს გა­კე­თე­ბუ­ლი. ეპი­დე­მო­ლო­გი­უ­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც ახა­ლი ჯგუ­ფი იკ­რი­ბე­ბა, ან ბავ­შვე­ბი გა­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ბევ­რნი ერ­თად შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, დიდი საფრ­თხეა, რომ თუ რამე ინ­ფექ­ცია ვი­ღა­ცამ მო­ი­ტა­ნა და ინ­ფექ­ცი­ას დახ­ვდა არა­ი­მუ­ნუ­რი პირი, მა­შინ ის სწრა­ფად გავ­რცელ­დეს. ამი­ტომ, ჩვე­ნი მო­წო­დე­ბა მშობ­ლე­ბი­სად­მი კი­დევ ერთხელ იქ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ნა­ხონ, ბავ­შვს, რო­მე­ლიც მი­დის სკო­ლა­სა თუ ბაღ­ში, ასა­კობ­რი­ვად აქვს თუ არა ყვე­ლა აცრა გა­კე­თე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ამ ასა­კის­თვი­საა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

აც­რე­ბის შე­მოწ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მომავალში ყვე­ლა აცრა ელექტრო­ნულ მო­დულ­ში იქ­ნე­ბა შე­ტა­ნი­ლი.

იმნაძემ მოსახლეობა შემოდგომაზე წითელას შემთხვევების მომატების შესახებაც გააფრთხილა. „წითელას სეზონი ამ ეტაპზე აღარ არის, თუმცა თითო-ოროლა შემთხვევა მაინც ვლინდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ 20-დან 40-წლამდე ადამიანებს, ვინც არ არის აცრილი აუცილებლად აიცრან. წითელას ინფექციის მომატებას შემოდგომით ისევ ველოდებით. შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატოს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.