ნოდარ ხადურს დღეს დაკრძალავენ

09:42 09-14-2019
105

საქართველოს ფინანსთა ყოფილ მინისტრს ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ. მას 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.

ნოდარ ხადური 10 სექტემბერს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ნოდარ ხადურის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ნოდარ ხადური 2016 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო. 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.