ვიდეოები

1713255098

VIDEO: აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, წყალქვეშ ახალი სახეობები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, სალა-ი-გომესის წყალქვეშა ქედების გარემოს შესწავლისას, 160 სახეობა დააფიქსირეს, რომლებსაც ამ რეგიონში პირველად მიაგნეს. მათ შორის აღმოჩენილია 50 სახეობა, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით.სამხრეთ-აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის ტალღებიდან 800-1200 მეტრით ქვემოთ სპეციალისტებმა ფოტოსინთეზზე დამოკიდებულ ყველაზე ღრმად მობინადრე ორგანიზმს მიაკვლიეს. ეს Leptoseris-ის გვარში შემავალი მარჯანია. კიდევ ერთი საინტერესო ცხოველი მედუზის მსგავსი სიფონოფორია, სახელად Bathyphysa conifera. ასევე, აღსანიშნავია ლუმინესცენციური თევზი Stomiidae-ს ოჯახიდან.თითოეული მათგანი და საერთო ჯამში 100-ზე მეტი სახეობა, აქამდეც აღწერილი იყო. დანარჩენი 50 უცნობი სახეობა მეცნიერებმა უნდა გააანალიზონ. მათ, წყალქვეშა მთებთან ერთად, ორი ექსპედიციის განმავლობაში მიაგნეს."გასაოცარი ჰაბიტატები და ცხოველთა პოპულაციები, რომლებიც ამ ორი ექსპედიციის დროს აღმოვაჩინეთ, იმის მაგალითია, თუ რამდენად ცოტა რამ ვიცით ამ იზოლირებული არეალის შესახებ", — აცხადებენ მეცნიერები. 

წყალქვეშ, ახალი სახეობები აღმოაჩინეს

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

zura jafaridze

პოლიტიკა 1713260115

ზურაბ ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ მილიონ ამომრჩეველს იდიოტი და გამოთაყვანებული უწოდა

კალაძის ასეთი ტიპის განცხადებები არ არის პირველი და არც უკანასკნელი, ეს არის გათვლილი ქართული ოცნების მხარდამჭერების გამოთაყვანებულ ნაწილზე, რომლებიც ეგეთ რაღაცებს ჭამენ, - ასე შეაფასა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადება, რომლის თქმითაც, „იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. ჩვენ ისეთი ევროკავშირი გვინდა, სადაც არის სამართლიანობა“.ჯაფარიძემ „ ქართული ოცნების“ ამომრჩევლები შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია და მათ იდიოტები უწოდა.„საბჭოთა კავშირი იყო ბოროტების იმპერია, რომელმაც ჩვენ დაგვიპყრო და დაპყრობილი ვყავდით 70 წელი, გაანადგურა ამ ქვეყნის საუკეთესო ელიტა ყველა სფეროში და ყველა მიმართულებაში. ევროკავშირი არის თავისუფალი სივრცე, სადაც ჩვენ თვითონ მივისწრაფვით, თვითონ გვინდა, რომ ამ სივრცის ნაწილი ვიყოთ. ამიტომ, არავინ არაფერს თავზე არ გვახვევს. ისინი გვეუბნებიან, რომ ეს არის ასეთი კლუბი, სადაც ამ წესებით ცხოვრობენ, სადაც ადამიანების უფლებები დაცულია, სადაც სასამართლო სასამართლოა, სადაც არჩევნები ტარდება, სადაც კორუფციას ესე ვებრძვით, სადაც ოლიგარქიული მმართველობა არ არსებობს. თუ გინდათ, რომ ჩვენი კლუბის წევრი იყოთ, ეს პრობლემები უნდა მოაგვაროთ, ოლიგარქიული მმართველობა დაასრულოთ, სასამართლო უნდა დაემსგავსოს სასამართლოს, არჩევნები უნდა დაემსგავსოს არჩევნებს და კორუფციას უნდა ებრძოლოთ. ამას გვეუბნებიან და ეს არაფრის თავზე მოხვევა არ არის და არავის სუვერენიტეტის შელახვა არ არის. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ იმ კლუბის წევრი და ის კლუბი გვეუბნება მაშინ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეთ, მეტი არაფერი. ჩვენი სურვილი არის, ამ ქვეყნის მოქალაქეების სურვილია, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ, ისევე, როგორც ცხოვრობენ დასავლეთში განვითარებულ ქვეყნებში და თავისუფალ სამყაროში. ამიტომ გვჭირდება ამ რეფორმის გატარება, რომელსაც ისინი გვეუბნებიან. იმათ კი არ სჭირდებათ, ჩვენ გვჭირდება, არანაირი ჩარევა ეს არ არის. მართლა „ოცნების“ იდიოტი ამომრჩეველი უნდა იყო, რომ ეგ ჭამო, რასაც მაგათ კალაძე ეუბნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გურამ ბაღდოშვილი

faceამბები 1713260040

„რა გავაკეთო, არ ვიცი, სანაგვე გამიხადეს...“ - გურამ ბაღდოშვილი კამერის ჩანაწერებს აქვეყნებს

შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი სახლთან არსებულ კამერის ჩანაწერებს აქვეყნებს და ამბობს, რომ მის კართან ნაგავს განზრახ ყრიან.„რა გავაკეთო, არ ვიცი...  ორ დღეში ერთხელ, ქუჩის დამლაგებელი ხვეტავს ნაგავს და სახლის კარის წინ მიყრის, ვის შევჩივლო, არ ვიცი... 3 წელია, მე ვასუფთავებ ამ ქუჩას, ვგვი, გამაქვს ნაგავი და ახლა კიდე ეს მაკლდა, რომ კარის წინ სანაგვე გამიხადეს...“ - წერს ბაღდოშვილი.

სალომე სამადაშვილი

პოლიტიკა 1713259876

"როდესაც რუსეთის დავალების შესრულებას ცდილობენ ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში, ცხადია, რომ იქ იქნება ძალიან მწვავე ფონი" - სალომე სამადაშვილი

ალეკო ელისაშვილის თავდასხმას უმრავლესობის ლიდერზე მამუკა მდინარაძეზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, როდესაც ხელისუფლება რუსეთის დავალების შესრულებას ცდილობს, ცხადია იქ მწვავე ფონს ექნება ადგილი."ქართველმა ხალხმა აირჩია ძალიან დიდი ხნის წინ და 30 წლის მანძილზე კიდევ და კიდევ მრავალჯერ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და უთხრა არა ოკუპანტ სახელმწიფო რუსეთს. როდესაც რუსეთის დავალების შესრულებას ცდილობენ ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში, ცხადია, რომ იქ იქნება ძალიან მწვავე ფონი", - აცხადებს სალომე სამადაშვილი."გირჩში" კი ამბობენ, რომ პარლამენტის ტრიბუნასთან დგომა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ უნდა იყოს."მიმაჩნია, რომ პარლამენტის ტრიბუნასთან დგომა, ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ უნდა იყოს და ჩვენ სხვა ფორმები შეგვიძლია გამოვიყენოთ გასარჩევად. მე გუშინაც გავემიჯნე ელისაშვილის ამ ქმედებას და გუშინს მერე არაფერი მომხდარა ისეთი, რომ მომწონებოდა," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ნატო ხელაძე

სამართალი 1713259496

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს.მისი თქმით, მძიმე მუხლით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ასევე ცრუ ჩვენების ბრალდებაში გამართლდა და საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.ცნობისთვის, ნატო ხელაძე, სამტრედიაში, 2 აპრილს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. მას მეუღლის მკვლელობას ედავებოდნენ. მოგვიანებით, მკვლელობის და ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

ხანძარი ვარკეთილში

შემთხვევა 1713259257

კადრები ვარკეთილიდან, სადაც კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.ფაქტის ამსახველი ვიდეო ფეისბუქჯგუფში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.შემთხვევა ხომლელის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. სხვა მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ.