საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები რუსთავში გაგრძელდება

00:16 09-14-2019
34

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საყოველთაო-სახალხო განხილვებს რუსთავში გააგრძელებს.

განხილვა რუსთავის დრამატულ თეატრში 14:00 საათზე დაიწყება. საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.

კომისია, 13-30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. ყველა შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გაუძღვება.

საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

ავტორი: გიორგი მაზმიშვილი