სასამართლომ ჯეოსთილი 5000 ლარით დააჯარიმა

00:11 09-14-2019
57

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საწარმო „ჯეოსთილს“ 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი.

სასამართლომ საწარმო საქართველოს კანონის ნარჩენების მართვის კოდექსის 43 მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 56-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 79-ე მუხლით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა „გავიგუდეთ” ოფიციალურ Facebook-გვერდზეჯეოსთილის” დარღვევების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტი გამოაქვეყნდა.

გასაჯაროვდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოქმი,სადაც საწარმოს მონიტორინგის შედეგად მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოქმის თანახმად ირკვეოდა, რომ საწარმო „ჯეოსთილში“ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირების მიზნით, საწარმოს კუთვნილი ტერიტორიის მორწყვა არ ხდებოდა, მათ შორის იმ ტერიტორიების, სადაც მძიმე ავტოტექნიკა მოძრაობს.

საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესებისას ატმოსფეროში წარმოქმნილია მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროები.

 

ავტორი: გირგი მაზმიშვილი