ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ლაფანყურში ავარიას ემსხვერპლა

23:38 09-13-2019
793

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მკვიდრი, 32 წლის ხალილ მამედოვია.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„პრაიმტაიმს“ ახლობლები უყვებიან, რომ გარდაცვლილი ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობდა, ჰყავს დედ-მამა და დები. მეუღლეს გაშორებულია. ჰყავს ორი შვილი.

ამ ეტაპზე, სტაბილურია ავარიაში მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლაფანყურში ცოტახნის წინ მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.