ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

911

მსოფლიო 1713628551

ქალმა 3 წლის განმავლობაში სამაშველო სამსახური 2000-ჯერ გამოიძახა

დიდი ბრიტანეთის მცხოვრებმა სამ წელიწადში 2000-ზე მეტჯერ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ამის შესახებ ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიცია იტყობინება.56 წლის სონია ნიქსონმა 911-ზე  2021 წლიდან 2023 წლამდე, 2000-ზე მეტი ზარი განახორციელა. ამისთვის მან გამოიყენა 17 ტელეფონის ნომერი. ქალი სამაშველოს ოპერატორს უცნაურ და ზოგჯერ აგრესიულ კითხვებსაც უსვამდა.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ერთ-ერთი მორიგი ზარის დროს ქალმა ოპერატორს ჰკითხა სად იყო მისი საჭმელი, ის ასევე ითხოვდა სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელთა ტელეფონის ნომრებს.

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1713627454

VIDEO: ნეკა დოროყაშვილის ახალი იმიჯი და კადრები გადაღებიდან

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.ამჯერად ნეკა „ინსტაგრამზე“ ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც განსხვავებული იმიჯით, არაჩვეულებრივად გამოიყურება.ფოტოებმა საზოგადოებისგან უამრავი დადებითი გამოხმაურება მიიღო.„იშვიათი სილამაზე, ეშხი და სექსუალურობა“„ცეცხლოვანი ქალი“„ყველაფერი უხდება ამ გოგოს“,- წერენ კომენტარებში.            View this post on Instagram                       A post shared by Neli Dorokashvili (@nekadorokashvili)

ოცნება

პოლიტიკა 1713622370

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ. გორში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ზაალ დუგლაძე, გიორგი სოსიაშვილი, გია ბენაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში, ლევან ხარაბაძე. შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე, ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. აღინიშნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობიანი ძალა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.„დღეს გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა შიდა ქართლში, გორში. შევხვდით ჩვენი პარტიის აქტივს, ვისაუბრეთ არჩევნებზე, ასევე, სხვა საკითხებზე, რომელიც საზოგადოებაში დღეს აქტუალურია. კიდევ ერთხელ, ანალიზი გავუკეთეთ მიმდინარე სიტუაციას, მოვლენებს, როგორც ვითარდება დღეს ქვეყანაში და არა მარტო ქვეყანაში, მსოფლიოში და რეგიონში. მოგეხსენებათ, ძალიან რთული ვითარებაა მთელს მსოფლიოში. დღეს დაავიწყდა ხალხს, ზოგიერთებს, რომ მსოფლიოში არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების და პოლიტიკური გარემო. ის წესრიგი, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, დღითი დღე ირღვევა და ჩვენ არ ვიცით ახალი წესრიგი როდის ჩამოყალიბდება, რა კონფიგურაცია დაჯდება საბოლოო ჯამში, არავინ არაფერი იცის. ომი უკრაინაში გრძელდება. იცით, რომ 250 მილიარდი დოლარია გამოყოფილი უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ამბობენ, რომ 200 მილიარდი დოლარია დახარჯული რუსეთის მხრიდანაც. ახლა დამატებით, ამერიკიდან 50, თუ 60 მილიარდი გამოიყოფა. ეს ომი გრძელდება. კაცმა არ იცის, როდის დასრულდება. საფრთხე, რომელზეც ვსაუბრობდით საზოგადოებაში, რომ არსებობს ამ ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანის რეალური საფრთხე, არსად წასულა. ის უპასუხისმგებლო ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ ომში, გადმოეტანათ ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში, ამ უპასუხისმგებლო ადამიანებს მინდა, მივმართო - რომელი იქნება პასუხისმგებლობის ამღები, ქვეყანაში რომ სიტუაცია ისე არ განვითარდეს, როგორც დღეს არის? ერთადერთი პოლიტიკური, პასუხისმგებლობიანი ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ეს არის „ქართული ოცნება“.თუ ვინმე შემძლეა ამ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის „ქართული ოცნება“. კარგად ვიცით, რომ ყოველი მმართველის დროს, სამწუხაროდ, საუბედუროდ, გადახედეთ 30-წლიან ისტორიას, ამაზე უნდა ვიფიქროთ, ამაზე უნდა ვესაუბროთ ჩვენს ხალხს. ქვეყანაში იყო ომები, სამოქალაქო ომი, ომები რუსეთთან, ტერიტორიების დაკარგვა, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, პოლიციელების, მოქალაქეების განადგურება, მათი საცხოვრებელი სახლების და ა.შ. ამიტომ საკითხი ძალიან სერიოზულია, ძალიან სერიოზული სიტუაციაა დღეს მსოფლიოში. გადახედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს და მიმდინარე საომარ ვითარებას ვგულისხმობ, გადახედეთ, რა ხდება ირანსა და ისრაელს შორის, სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში. დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა. პირდაპირ საუბრობენ როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე რუსეთი. მოხდება დემონსტრირება ბირთვული შეიარაღების თაობაზე და ამ დროს, ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე, გაუგებრობაზე. ერთი რამ იცოდეთ, არ დავუშვებთ ჩვენ, არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას. ყველამ კარგად დაიმახსოვროს, თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში. არჩევნები მოახლოვდება, კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად, დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია“, - ირაკლი ღარიბაშვილი. „როგორც ყველა რეგიონში, აქაც ძალიან კარგი შეხვედრა იყო. შეხვედრებზე ძალიან ბევრი აქტუალური საკითხი დაისმება ხოლმე. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პარტიული აქტივი როგორც ყოველთვის, ძალიან ადეკვატურია ამ მოვლენების მიმართ და სწორად აფასებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს არის რეგიონი, რომელსაც მომიჯნავედ ოკუპაციის უბოროტესი შედეგები თავის თავზე აქვს თითოეულ ადამიანს გამოცდილი და კარგად ხვდებიან, რა გამოწვევის წინაშეა ქვეყანა, როდესაც მისი ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირებულია და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, ჩვენი ხალხი დავიბრუნოთ და რომ ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა და ამ განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის პარალელურად, ჩვენ უნდა გვქონდეს მიზნად ის, რომ მშვიდობით და სტაბილურობით შევძლოთ ამ გზაზე სწორი სიარული. ეს არის ჩვენი მესიჯი ჩვენი დების და ძმების მიმართ, რომლებიც აქ, ძალიან ახლოს ცხოვრობენ და ყველა სხვა მესიჯი არის დამაზიანებელი და მტრული ამ ქვეყნისთვის. ერთადერთი გზაა განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპულობა, ოღონდ ჭეშმარიტი ევროპულობა, მოგონილი და დეკლარირებული კი არა, ჭეშმარიტი, რეალური ევროპულობა, რაც არის უალტერნატივო და ამ გზაზე სიარული ჩვენ მოგვიტანს ქვეყნის გაერთიანებას. მარტივი არ არის, ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის და დღევანდელ შეხვედრაზეც ეს კარგად გამოჩნდა, რომ მარტივი არ არის ამ გზაზე - ევროპისკენ ინტეგრაციაზე, მშვიდობის გზაზე, განვითარების გზაზე, დეოკუპაციის გზაზე ერთად, ცალ-ცალკე შეიძლება უფრო მარტივი იყოს რაღაცები, მაგრამ ერთად ამ გზებზე სიარული ისე, რომ არცერთგან პრობლემა არ შეგექმნას, საბოლოო ჯამში, სპეკულაციების და თავდასხმების მიუხედავად, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნიდანაც კი, რთულია ამ გზაზე სიარული, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ, ყველაფერი ერთობლიობაში ასე განვახორციელოთ“, - მამუკა მდინარაძე. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შიდა ქართლის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

ბელი

საზოგადოება 1713621108

მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარედ დათვის ბელი იპოვეს

მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარედ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მურა დათვის ბელი იპოვეს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.მათი ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ მისი დაბრუნება ბუნებრივ გარემოში ამ ეტაპზე საფრთხის შემცველია, მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერების და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, დათვის ბელი ბათუმის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა.

ედიშერ გვენეტაძე

პოლიტიკა 1713620919

ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე - აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით", ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მამებს

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ "ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც კი რომ არ უნდათ გამჭვირვალობა, არის "ენჯეო" სექტორი და მედიასაშუალებები". “ნათქვამია: "წიწაკა ვინაც ჭამა, პირი იმას ეწვისო"! ასეა ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი აქვთ ნაჭამი ჩვენს სახელმწიფოში ჩაბუდებულ მეხუთე კოლონას. იგივე ენჯეოთა გარკვეულ, ახლა ქუჩაში გამოსულ, ნამეტნევად გაცხარებული ნაწილს.ამიტომაც სავსებით მართალია ბ-ნი მდინარაძე, აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით" და ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მათგან უკანვე უკვე მრავალჯერ "დაატკატებულ" მამებს, რომელთაც თავის მხრივ თავიანთი გასაჭირი აქვთ, ვინაიდან პრეზიდენტის სავარძელზე უკვე მკაფიოდ გამოჩნდა ტრამპის ჩრდილი, რომელიც ითხოვს მოსვლისთანავე ქვეყნიდან გასული ყველა ცენტის გამოკვლევა-გაკონტროლებას. ამიტომაც დარბიან გაღმა-გამოღმიდან დავალებამიცემული, გაავებულ-გავეშებული შარვლებიდან და პერანგებიდან ამომხტარი: ლომჯარიები, გიგაურები, მელიები, გვარამიები....და მათზე აყოლილი ზოგი თავისი გულწრფელობით გაბრიყვებული, ზოგი კი ნამეტნევად ფულმოყვარული ახალგაზრდა. დებენ რაღაც ფიცებს, მტკიცებს, რომლის გაცნობის დროსაც კაცს გაგახსენდება პერიფრაზირებულ-მოდერნიზებული უკვდავი ანდაზა: "ფიცი მწამს, მაგრამ ფული მაკვირვებსო!”- წერს ედიშერ გვენეტაძე.