დანიის სამეფო რუსთავში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურად რეაბილიტაციას გეგმავს

22:30 09-13-2019
17

რუსთავის მერის მოადგილე, გოჩა ლორია დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

რუსთავის მუნიციპალიტეტისა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დანიის სამეფოს პროექტის -„ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის“ შედეგები, ასევე ენერგოეფექტურობის კუთხით, რუსთავში განხორციელებული სხვა პროექტებიც განიხილეს.

აღნიშნული პროექტი დანიის სამეზობლო პროგრამის „საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის მხარდაჭერის“ ფარგლებში განხორციელდა.

მერის მოადგილესთან შეხვედრამდე, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის სკოლებისა და ბაღების იმ თანამშრომლებს გაესაუბრნენ, რომლებიც ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში ენერგოაუდიტორებად მომზადდნენ.

სამომავლოდ, რუსთავში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია იგეგმება.

 

ავტორი: გიორგი მაზმიშვილი