რა რჩევა მისცა ვანო ჯავახიშვილმა მამუკა ბახტაძეს

22:26 09-13-2019
55

ვანო ჯავახიშვილის „ვანოს შოუს“ პირველი გადაცემის მთავარი თემა ხელისუფლებაში ბოლო დროს განხორციელებული საკადრო ცვლილებები გახდა. წამყვანმა თავის მონოლოგში რჩევა მისცა უკვე ყოფილ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს.

„მოკლედ, რჩევა მინდა მივცე მამუკა ბახტაძეს: თუ შენც გიორგი კვირიკაშვილივით აპირებ მონასტერში წასვლას, პიჯაკები სულ გასკდებოდა ტანზე და ახლა ანაფორა მაინც ჩაიცვი შე კაი ადამიანო, ხომ შეიძლება“ - თქვა გადაცემის პროლოგში ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა.