ხანძარი ბათუმში - ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა

21:51 09-13-2019
18

ბათუმში, მაქაცარიას პირველ ნომერში საცხოვრებელი სახლს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 20 კვადრატული მეტრი. ადგილზე მისულმა სახანძრო სამაშველო სამსახურის ჯგუფმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოახდინა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ავტორი: ზაზა ტაკიძე