ლაფანყურში დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა

21:38 09-13-2019
103

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

მანქანაში მყოფი მძღოლი და ერთი მგზავრი, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი