ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც მოსკოვში ქმარმა მოკლა

21:18 09-13-2019
7259

მოსკოვში ქართველმა კაცმა ცოლი მოკლა. მან ქალს ТТ-ს ტიპის პისტოლეტიდან ესროლა.

შემთხვევა მოსკოვის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში, 12 სექტემბრის დილას მოხდა. გასროლის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადა კაცმა თავად გამოიძახა, თუმცა მისი მეუღლე, 39 წლის ნანა ცხადაძე მედიკოსების მისვლამდე გარდაიცვალა.

დაკავებულმა, 53 წლის ვლადიმერ ცხადაძემ პოლიციას უამბო, რომ მას ცოლი ძალიან უყვარდა და მას ეჭვიანობის ნიადაგზე ესროლა.

სახლი, სადაც დანაშაული მოხდა, წყვილმა ნახევარი წლის წინ შეიძინა.