ნახეთ 19 სკოლა, რომლებშიც სწავლის დაწყება გადაიდო

20:26 09-13-2019
636

მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ 19 საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება გადაიდო. ამის შესახებ, ბრძანება უკვე გამოსცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. სწავლის გადადების მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. სკოლების ნაწილში სასწავლო წელი 23 სექტემბერს, ნაწილში კი 30 სექტემბერს დაიწყება. 

გთავაზობთ სკოლების ჩამონათვალს, რომელშიც სწავლის დაწყება გადაიდო.

თბილისის #130 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს)
​თბილისის #122 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს)
თბილისის #191 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს)
​თბილისის #130 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს)
თბილისის #45 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს)
თბილისის #60 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს)
თბილისის #149 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს)
თბილისის #177 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს)
თბილისის #208 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს)
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის #23 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს)
ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის #150 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის #2 საჯარო სკოლაში( განახლდება 23 სექტემბერს)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს)
სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს)
გორის #4 საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს)
დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს)
​დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს)
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს).