ზუგდიდის ცენტრში ავტომობილი მოტოციკლს დაეჯახა

20:18 09-13-2019
63

ზუგდიდში, აღმაშენებლის ცენტრალურ ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

 

ავტორი: თეა შონია