საგარეჯოს მაღალმთიან სოფელში საბავშვო ბაღი აშენდა

19:54 09-13-2019
11

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ კოჭბაანში, საბავშვო ბაღი აშენდა.

ამ დრომდე სოფელს ბაღი არ ჰქონდა, რის გამოც, აღსაზრდელები რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, სოფელ გომბორის საბავშვო ბაღში დადიოდნენ.

საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელის ელზა გილაშვილის ინფორმაციით, ბაღის მშენებლობა აგვისტოს ბოლოს დასრულდა.

„საბავშვო ბაღი 30 სექტემბერს გაიხსნება. ბიუჯეტში არ იყო ეს თანხა გათვალისწინებული, მოვიძიეთ და ისე ავაშენეთ, მთიან სოფლებს ხელშეწყობა სჭირდება“, - განმარტა გილაშვილმა.

საბავშვო ბაღის მშენებლობა „მთის განვითარების ფონდმა“ დააფინანსა. სამუშაოებისთვის სულ 206 888 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე ბაღს 12 აღსაზრდელი ეყოლება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი