ანტისანიტარია და ბათუმის გატყეურებული სანაპირო ზოლი - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

19:27 09-13-2019
66

ბათუმში, თამარ მეფის სანაპიროზე არსებული ანტისანიტარული და გატყეურებული ზოლით გამოწვეული პრობლემების გამო, ადგილობრივმა მოსახლეობამ „პრაიმტაიმს“ 6 აგვისტოს მიმართა. ჩვენ დავუკავშირდით მერიის შესაბამის სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ფაქტზე რეაგირებას მოახდენდნენ.

მსგავსი პრობლემებით, ადგილობრივები დღეს ისევ დაგვიკავშირდნენ და განაცხადეს, რომ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. მათი თქმით, სანაპირო ზოლზე მდგომარეობა იგივე რჩება.

მოსახლეობის მომართვისთანავე „პრაიმტაიმი“ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილეს, შავლეგ ფხაკაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიმარტა, რომ გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს ლოკაცია აერიათ და შეცდომით სხვა ტერიტორია დაასუფთავეს.

რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიას, შავლეგ ფხაკაძის თქმით, გამწვანების სამსახური თამარ მეფის სანაპირო ზოლს მომავალ კვირას დაასუფთავებს.

 

width=600

width=600

 

ავტორი: ზაზა ტაკიძე