ულამაზესი ქართველი ქალი, რომელმაც კიბო დაამარცხა - ფოტოები დიაგნოზამდე და დიაგნოზის შემდეგ

17:04 09-13-2019
777

კიბო განაჩენი არ არის - ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში გვარწმუნებს მარიამ სირბილაძის ისტორია, რომელსაც ambebi.ge აქვეყნებს.

ულამაზეს ახალგაზრდა ქალს, რომელიც ორი შვილის დედა გახლავთ, მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დასუვეს, თუმცა დღეს უკვე ამბობს, რომ მან ამ დაავადებაზე გაიმარჯვა. დიაგნოზს მარიამი სრულიად შემართებით და შეიძლება ითქვას, საბრძოლო განწყობით შეხვდა.

„ჩემს ავადმყოფობაზე საუბარი დავიწყე პირველსავე დღეს. დავურეკე მეგობრებს და გამოვუცხადე, რომ კიბო მქონდა. ყველაზე რთული იყო დედასთან ამაზე საუბარი, ვეცადე რაც შეიძლება ფრთხილად მიმეწოდებინა ინფორმაცია. არ მინდოდა ამ ამბის დამალვა, არც საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა, მინდოდა რომ ღიად მესაუბრა ამაზე ყველასთან და ყველგან, სადაც შესაძლებლობა მომეცემოდა და ეს იყო ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რადგან დამეხმარა მე და ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრ ადამიანს“, - ამბობს მარიამი.