ხობში მინი ტრაქტორის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი დაიღუპა

16:34 09-13-2019
245

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში ტრაქტორის ქვეშ 55 წლამდე მამაკაცი მოჰყვა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ტრაქტორი ქვიშით იყო დატვირთული და მან გამოსვლა ვერ მოახერხა.

„პატარა ხელის ტრაქტორი ჰყავდა, ე.წ.მოტო ბლოკი ქვიშის მოსატანად ყოფილა მარტო წასული, დაუტვირთია, გადაბრუნებულა და ქვევით მოყოლილა. დაახლოებით 10 წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო,“- განუცხადა „პრაიმტაიმს“ ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ვალერიან ქაცარავამ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მოხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე - 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი:თეა შონია