ორმა ცოლმა ქმარს მესამეჯერ დაქორწინების სურვილის გამო, სცემა (ვიდეო)

16:23 09-13-2019
1718

ინდოეთის შტატ ტამილნადში ორმა ცოლმა ქმარს სცემა, რადგან მას მესამე ცოლის მოყვანა სურდა. ამის შესახებ ტაბლოიდური გამოცემა Daily Mail-ი წერს.

დინეშმა პირველი ცოლი 2016 წელს მოიყვანა, 3 წლის შემდეგ კი მეორე. პირველმა ცოლმა შეძლო მეორესთან დამეგობრება, თუმცა მესამე ცოლის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ, ქალებმა ქმარს ვერ აპატიეს და ნათესავებთან ერთად სცემეს. 

პოლიციამ დინეში დააკავა. ინდოეთში ოფიციალურად აკრძალულია პოლიგამიური ქორწინება და კაცს პატიმრობა ელის.