რომელმა ამერიკელმა სენატორმა უმასპინძლა ლადო აფხაზავას სახლში (ფოტოები)

16:18 09-13-2019
231

ლანჩხუთელი პედაგოგი, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს პირველი გამარჯვებული და მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელებული ლადო აფხაზავა აშშ-ში იმყოფება, სადაც სხვადასხვა კონფერენციაში მონაწილეობს.

ლადოს სტუმრობა ისე მოეწონა კანზასის შტატის სენატორს, კრის სტეინენგერს, რომ ის სახლშიც კი მიიპატიჟა და ერთად ვახშამიც მოამზადეს.

ფაქტის ამსახველ ფოტოებს და ინფორმაციას ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კანზასის სენატორი რომ სახლში მიგიპატიჟებს - აი, ეს არის ამერიკა!“- წერს ლადო აფხაზავა.