ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი საქართველოშია

საზოგადოება 1713870098

მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი საქართველოშია

ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საქართველოში გასტრონომიული ტურის ფარგლებში იმყოფება.  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ჯეიმი ოლივერი სტუმრობს. ცნობილი შეფ-მზარეული  უგემრიელეს ქართულ კერძებს გაუწევს პოპულარიზაციას.  კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფ-მზარეული  გაეცნობა  ქვეყნის უნიკალურ  კულტურას, სამზარეულოს,  შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის. ჯეიმი ოლივერის გამომწერებს,  მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს,  ხოლო YouTube-ზე  6 მილიონამდე.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1713869919

წარმომიდგენია როგორ გეზიზღებათ ეხლა თითოეული ფეხბურთელი, მაგრამ თქვენი ზიზღი მალამოსავით ედება მათ და მთელ საქართველოს, ბიძინა ივანიშვილს კი დიდი პატივისცემა და მადლობა ქართველი ხალხისგან - ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ  „ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, გასვლის შემდეგ ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს“.ექსპერტი ფონდ „ქართუს“ მორიგ ქველმოქმედებაზე სხვადასხვა ოპოზიციონერი დეპუტატების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გავრცელებული განცხადებების შესახებ წერს, რომლებმაც აღნიშნული ფაქტი ფეხბურთელების მოსყიდვად შეაფასეს.„თქვენ მართლა ჭინკებო, ბოროტებო და შურიანებო, რა მოსყიდვა, რა 30 ვერცხლი, ჯერ არაფერი გაგიგიათ არა ფონდი "ქართუს" ქველმოქმედებაზე, პირველად გესმით არა?მე პირადად ველოდებოდი, რომ ქართველი ხალხის ბედნიერების მომტან ჩვენს ფეხბურთელებს ივანიშვილი არ დატოვებდა ისე.წარმომიდგენია როგორ გეზიზღებათ ეხლა თითოეული ფეხბურთელი, მაგრამ თქვენი ზიზღი მალამოსავით ედება მათ და მთელ საქართველოს!ბიძინა ივანიშვილს კი დიდი პატივისცემა და მადლობა ქართველი ხალხისგან!“-წერს ნინო ფოჩხუა.

ქათმის ფილე

საზოგადოება 1713869754

ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.პიცერიაში ჩატარდა ინსპექტირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს „სიფუდ გრუპ თელავი“ (ს/კ 431167364, მის: თელავის რაიონი, სოფ. კისისხევი, მწარმოებელი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარხნის კოდი 3700/03262). სააგენტომ შპს „TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი.გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „სიფუდ გრუპ თელავიდან“ აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1713869700

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლისთვისაც დღევანდელი სავსემთვარეობის პერიოდი საფრთხილოა

იუპიტერისა და ურანის შეერთება, შესაძლოა, ადამიანებისთვის ახალი შანსების მომტანი აღმოჩნდეს, თუმცა, ასტროლოგი ქეთი ვაწაზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასახელებს რამდენიმე ნიშანს, რომლისთვისაც შესაძლებელია, დღევანდელი სავსემთვარეობის პერიოდი არც თუ ისე სასიამოვნოდ დაიწყოს და 20 მაისამდე გასტანოს.ვრცლად ↓

ტირილი

რჩევები 1713869280

რატომ არის საზიანო ხანგრძლივი ტირილი

ხანგრძლივი ტირილი იწვევს ცრემლის ჭარბ გამოყოფას და მათ ნაკლებობას, რაც უარყოფითად იმოქმედებს თვალების მდგომარეობაზე.ტირილისას, ცრემლის პროდუცირება იზრდება საცრემლე ჯირკვლის ზედმეტი მუშაობის გამო, მაგრამ რესურსი შეიძლება ამოიწუროს.ცრემლის გაზრდილი პროდუცირებისას საცრემლე ფირფიტა ფენა იშლება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ აღდგება. ეს იწვევს თვალების სიმშრალეს და უცხო სხეულის შეგრძნებას. თვალები წითლდება, სისხლძარღვები ფართოვდება.მეორეს მხრივ, გადაჭარბებულმა ცრემლდენამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. კანზე მოხვედრილი ბიოლოგიური სითხის მცირე რაოდენობა არ გამოიწვევს უარყოფით რეაქციებს.სხვა საქმეა, აქვს თუ არა ადამიანს ეპიფორა - რაიმე დაავადებით გამოწვეული მუდმივი ცრემლდენა. ეს შეიძლება მოხდეს კონიუნქტივიტის დროს ან თუ ქუთუთო შებრუნებულია და ცრემლი არ მოედინება იქ, სადაც უნდა ჩაედინებოდეს - საცრემლე არხში, ცხვირ-ხახაში - და ხვდება კანზე. შემდეგ შეიძლება მოხდეს კანის მაცერაცია, მსუბუქი გაღიზიანება.ცრემლები ოდნავ მარილიანი ფიზიოლოგიური ხსნარია. მათი ფუნქცია მოიცავს თვალების დატენიანებას, ასევე მათ დაცვას სხვადასხვა მავნე ფაქტორების გავლენისგან. გარდა ამისა, ამ სითხეს აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.ცრემლი შეიცავს 150 სახის ლიპიდს, 18 სახის სხვადასხვა მუცინს და დაახლოებით 500 სახის ცილას. ერთ-ერთი მათგანი, ლიზოციმი, იცავს ინფექციებისგან, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ჭრილობებსაც კი ახორცებს.