საქართველომ შტატებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

15:45 09-13-2019
74

საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება სურს. 

ეკონომიკის სამინისტრომ ამ თემაზე შეხვედრები ამერიკულ კომპანია United Airlines-სთან გამართა. ქართულმა მხარემ წარმოადგინა ავიამიმოსვლის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია სადაც აღნიშნულია, რომ პირდაპირი ავიარეისები კომერციულად ნამდვილად, მომგებიანი იქნება, რადგან საქართველო რეგიონის ლოჯისტიკური ჰაბია. მომდევნო ეტაპი უკვე ტექნიკური დეტალებია, რომელსაც ამერიკული მხარე ჩაატარებს. მომდევნო შეხვედრა საქართველოს დელეგაციას Delta Airlines-სთან ექნება.

ჰაბ ჯორჯია“-ში აცხადებენ, რომ იმ მასშტაბის მგზავრთა ნაკადი, რომელიც საჰაერო ხომალდებს ყოველდღიურად დატვირთავს არ არსებობს. კიდევ ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ რეგიონში არსებულ ჰაბებს მიმართულება უკვე გადანაწილებული აქვთ და ბაზარზე მონოპოლიას ფლობენ. 

ჩვენ უნდა ავითვისოთ ჩვენი რეგიონი სომხეთი აზერბაიჯანი ასევე ჩრდილოეთ კავკასია გარკვეული ნაწილი თურქეთის ირანის და შუა აზიის, - ამის შესახებ „ჰაბ ჯორჯია“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ ისაუბრა. 

„ჩვენ ვართ ჰაბების წრეში მოქცეული, ნებისმიერ შემთხვევაში ავია კომპანია, რომელიც პირდაპირ იფრენს თბილისი ამერიკის მიმართულებით კონკურენციაში აჯობებენ და კომერციულად არცერთი ავიაკომპანიებისთვის განსაკუთრებით ამერიკული ავიაკომპანიისთვის არ იქნება ეს რეისები მიმზიდველი. ჩვენ უნდა ავითვისოთ ჩვენი რეგიონი სომხეთი აზერბაიჯანი ასევე ჩრდილოეთ კავკასია გარკვეული ნაწილი თურქეთის ირანის და შუა აზიის“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველომ შტატებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.