ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ჰაერი

საზოგადოება 1713423098

„ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება...“ - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.„აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://www.air.gov.ge“

თბილისი

საზოგადოება 1713422573

თბილისსა და ზოგიერთ რაიონში, ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება - გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.„აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

შარლ მიშელი

მსოფლიო 1713422286

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება გადაწყვიტეს

ევროკავშირის ლიდერებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება გადაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ავრცელებს.როგორც მიშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის გაკეთება, რათა იზოლაციაში მოექცეს ირანი.“ჩვენ ვგმობთ ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას. ჩვენ გადავწყვიტეთ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ეს არის მკაფიო მესიჯი. ჩვენ ასევე გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავიცვათ მოქალაქეები. თითოეული მოქალაქის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, გაკეთდეს ყველაფერი ირანის იზოლაციაში მოსაქცევად“, – ამბობს მიშელი.როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, სანქციებში ის კომპანიები მოხვდებიან, რომლებიც დრონების წარმოებაში არიან ჩართულები.შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში გუშინ ევროკავშირის ორდღიანი სამიტი დაიწყო. ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხის გარდა, ლიდერებმა ასევე განიხილეს ისრაელში, ღაზასა და ლიბანში არსებული ვითარება. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომსა და თურქეთთან ურთიერთობებს.

ჩანთა

ქვიზი 1713422190

იდეალისტი ხარ თუ გართობის მოყვარული - საინტერესო ტესტი

ჩანთა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ აქსესუარი. ბევრისთვის ეს არის თვითგამოხატვის საშუალება. ჩანთას შეუძლია გამოავლინოს ადამიანის გემოვნება და განსაზღვროს ხასიათის თვისებები. ფსიქოლოგიური ტესტი გეტყვით, მხიარული ადამიანი ხართ თუ სერიოზული.აირჩიეთ სურათზე ნაჩვენები ერთი ჩანთა და წაიკითხეთ რას ამბობს თქვენი არჩევანი.ჩანთა N1თუ ჩანთა N1 აირჩიე, მაშინ დიდი ალბათობით კრეატიული მინიმალისტი ხარ. თქვენ ხართ შემოქმედებითი ადამიანი, განვითარებული ფანტაზიით, მაგრამ ამავე დროს იცით, როგორ დაკმაყოფილდეთ ცოტათი. თქვენ გჯერათ, რომ ცხოვრება არ უნდა იყოს შავ-თეთრი. თქვენს ჩანთაში ბევრი რამ არ არის, მხოლოდ აუცილებელი ნივთებია, მაგრამ ეს არის ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ.ჩანთა N2ადამიანები, რომლებმაც აირჩიეს ჩანთა N2, ბუნებით ოპტიმისტები და იდეალისტები არიან. ბედნიერი მომავლის დიდი იმედის მქონე პიროვნება ხართ. თქვენთვის დამახასიათებელი არ არის წარუმატებლობის შემთხვევაში დანებება. მოგწონთ ახლის მოსინჯვა და რისკების გაწევა, რადგან არ გეშინიათ დიდი ოცნებების.ჩანთა N3ადამიანებს, რომლებმაც აირჩიეს ჩანთა N3, აქვთ სტილის შესანიშნავი გრძნობა. შენთვის უფრო კომფორტულია ქუსლებით სირბილი, ვიდრე ბოტასით, საზოგადოებაში მანიკურის გარეშე არ გამოჩნდები. ზოგიერთმა მეგობარმა შეიძლება დაგცინოს არაპრაქტიკულობის გამო, მაგრამ მაინც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებით!ჩანთა N4თუ თქვენ აირჩიეთ ჩანთა N4, მაშინ თქვენ ხართ მიზანდასახული, დამოუკიდებელი ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის რა სურს ცხოვრებიდან. ლიდერული თვისებები გაქვთ. ნებისმიერ საკითხში სერიოზული ხარ, არ გეშინია სხვებისგან განსხვავებისა და აზრის გამოხატვის. ძნელია საკუთარი თავის გაკონტროლება, თუ რამე არ მოგწონს. თქვენ გაქვთ ჩვევა, რომ არ გადადოთ საქმეები, არამედ დაუყოვნებლივ მოაგვაროთ პრობლემები.ჩანთა N5თუ ჩანთა N5 აირჩიეთ, მაშინ კომუნიკაციის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებთ. ჩანთის ტესტი იმაზე მეტყველებს, რომ ყოველთვის ბედნიერი ხართ ახალი ადამიანების გაცნობით და კარგ დროს ატარებთ მათთან. ჩანთა N6მუდამ მოძრაობაში ხარ და სუნთქვის დრო არ გაქვს. მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ დაკავებული როცა ხართ, ეს გსიამოვნებთ – ეს უკეთესია, ვიდრე მოწყენილობა!

Samsung Knox-მა მიიღო CC სერტიფიკატი 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის

საზოგადოება 1713421383

Samsung Knox-მა მიიღო CC სერტიფიკატი 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის

Samsung-ის ტელევიზორებში ჩაშენებული უსაფრთხოების სისტემა, Samsung Knox ზედიზედ მეათედ ხდება CC სერტიფიკატის მფლობელი, რაც გულისხმობს სისტემის მაღალი დონის უსაფრთხოებას, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება.CC (Common Criteria) გლობალური სისტემაა, რომელიც აფასებს IT პროდუქტების უსაფრთხოებას. მიღებული სერტიფიკატი ხაზს უსვამს Samsung-ის უსაფრთხოების დაცვის სისტემის, Knox-ის მაღალ ეფექტურობას უკვე ზედიზედ მე-10 წელია.“ჩვენი ყოველდღიურობა უფრო და უფრო მჭიდრო კავშირშია ციფრულ ტექნიკასთან. სწორედ ამიტომ, Samsung-ი ითვალისწინებს მომხმარებლის საჭიროებებს მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შესახებ” - აცხადებს Samsung-ის ვიდეო მოწყობილობების მიმართულების ხელმძღვანელი იონგჯაე კიმი.“ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვამაყობთ, რომ Samsung Knox-ი უკვე ზედიზედ მეათედ იღებს CC სერტიფიკატს, რაც ადასტურებს ჩვენი უსაფრთხოების სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებას.”CC სერტიფიკატი ხაზს უსვამს Samsung Knox-ის უსაფრთხოების სამ ძირითად უპირატესობას:●Tizen OS მონიტორინგი: Samsung Knox შეუძლია ჰაკერული თავდასხმის პოტენციური საფრთხეების რეალურ დროში აღმოჩენა.●ფიშინგის ვებგვერდების დაბლოკვა: Samsung Knox ამოწმებს ვებგვერდებს, რომლებსაც მომხმარებლები იყენებენ და წინასწარ ბლოკავს ფიშინფ საიტებს, მომხმარებლების კონფიდენციალურობის დასაცავად.●პერსონალური ინფორმაციის გაძლიერებული დაცვა: Samsung Knox უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის სენსიტიური პერსონალური მონაცემების დაცვას, Samsung Knox Vault-ის პროცესორთან დაკავშირებით.