ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

შაჰიდი

ომი უკრაინაში 1713850167

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსების მიერ გაშვებული 16 "შაჰიდიდან" 15 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის არმიის მიერ ღამით გაშვებული 16 "შაჰიდის" დრონიდან 15 ჩამოაგდეს.საჰაერო ძალების "ტელეგრამის არხის" ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ორი ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერ-მ" გაუშვა. უცნობია, რას დაარტყეს ამ რაკეტებმა.რუსეთმა ღამით დრონებით შეუტია კიევსა და ოდესას. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალებმა განმარტეს, რომ "შაჰიდების" თავდასხმის სამიზნე იყო სამრეწველო და საპორტო ინფრასტრუქტურა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

პოლიტიკა 1713850054

სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა დარჩა, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები უჭერდნენ მხარს.ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები ოკუპირებულ რეგიონებში მოიცავდა სანდო ცნობებს: უკანონო მკვლელობების შესახებ, თვითნებური დაკავების შესახებ, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შესახებ, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების მიმართ, ეთნიკური ქართველების მიერ საკუთრების ან ბიზნესის დარეგისტრირებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ.ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებამ ორივე რეგიონში დაუსჯელად ჩაიდინა დანაშაულები.

amindi

საზოგადოება 1713845221

“საქართველოში +34, +36 გრადუსამდე დაცხება…” - ამინდის განახლებული პროგნოზი

 მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე განახლენულ პროგნოზს აქვეყნებს:"მიმდინარე კვირაში ტემპერატურა წლის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელზე მაღალი იქნება.ანტიციკლონის ანუ მაღალი წნევის მუდმივი არეალის წყალობით, არ არის გამორიცხული  ზაფხულის სტილის სითბოს ტალღები, რომელთაც შეუძლიათ ადვილად გადააჭარბონ 30°C-ს , განსაკუთრებით აფრიკული ანტიციკლონის მასიური წინსვლის შემთხვევაში.ამიტომაც ეს კვირა იქნება ძირითადად მზიანი და ცალკეულ დღეებში ცხელი, განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელია ხუთშაბათს და პარასკევს.კონკრეტულად ხუთშაბათს და პარასკევს -სანაპირო კურორტებსა და დასავლეთ საქართველოში +34, +36 გრადუსამდე დაცხება.აღმოსავლეთ საქართველოში კი +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.მოკლედ, ერთი და იგივე მონეტის ორი მხარე: სიცხის მატებასთან ერთად იზრდება მაღალ ტემპერატურასთან არსებული უარყოფითი შედეგებიც, ამიტომაც მოვერიდოთ  მზის პირდაპირ სხივებს შუადღის საათებში, მცენარეები კი უფრო ხშირად მოვრწყოთ...აქვე გეტყვით იმასაც, რომ აპრილის ბოლოსთვის მსგავსი ამინდის პირობების ჩამოყალიბება არ არის იშვიათი.გისურვებთ მშვიდ და ლამაზ დღეებს.მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე"

შუქი

საზოგადოება 1713844408

შუქი გაითიშება! - გადაამოწმეთ მისამართები

 სხვადასხვა სამუშაოეს ჩატარების გამო, 24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ "თელასი" ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ერისთავის და ფეიქრების ქუჩების მცხოვრებლებს.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის, აბულაძის, დელისის, კარტოზიას, თამარაშვილის, ინტენსიფიკაციის, ხომლის, ამაშუკელის, სანაპიროს, დოლიძის,  ჩიქოვანის, ჭილაძის, ძმები ბალანჩივაძეების, ლიხაურის, ბაკურიანის, ცინცაძისა და  ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმისა (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილისა და კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ლერწმის, მანავის, ამილახვარის,  ჩოლოყაშვილისა და  აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის,  ბერი გაბრიელ სალოსის,  თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქიას, ორბელების, ხარაბაძის, კვაჭანტირაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის, ბეგიაშვილის, ონაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ტატიშვილის, მანდელშტამის, ლაღიძისა და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ),  სოფელი დიდი ლილოს,  იუმაშევისა და დევდარიანის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ამირეჯიბის გზატკეცილის, ატენის, არეშიძისა და რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა  შინდისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელასა (ნაწილობრივ) და დაბა კოჯრის მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, კოსტავას, ბარნოვისა და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის  გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე  მღვდლის, გორის, წყალტუბოს, აგლაძის, მირცხულავას, ფიფიებისა და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიქსელში გადართვების გამო, 06:00 საათიდან 06:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანულას, სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თიანეთის  გზატკეცილის, ავჭალის გზატკეცილის, ზაჰესის დასახლების, ჭედიას, ლაზოს, ანდრონიკაშვილის, სკოლის, რიონის, ულიანოვის, ცხრა ძმა ხერხეულიძეების, ბაღნარის, ლიბანის, ბიჭვინთის, ბარალეთის, კაჭარავას, ჩიქვანაიას, რევოლუციის,  ხორავას,  ჭელიძის,  ჯანჯღავას,  ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, გარაყანიძის, მანაგაძის, კუიბიშევის, იპოლიტოვ-ივანოვის, უწერის, ლიახვის, წერეთლის, შუშის, სალხინოს, დოდო აბაშიძის, იოსებ გრიშაშვილის, ქერჩის, ხანძთელის, ფოცხიშვილის,  გაგრის, ღამბაშიძის, ბარალეთის, ვეკუას, კუიბიშევის, მე-5 ქუჩის, გმირ კურსანტთა, კობერიძის და  მოძვის ქუჩების  მოსახლეობას.ქსელში გადართვების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების (ნაწილობრივ), ავჭალის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის (ნაწილობრივ), ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, გაგრის, ლიბანის, უჯარმის, ტრაპაიძის, დიდგორის, აბაშვილისა და რევოლუციის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სალომე კაპანაძე

ტაბლოიდი 1713816971

„ჩვენ ძალიან შეგიყვარდა ერთმანეთი, გუშინ ღამე ერთად გვეძინა...“ - სალომე კაპანაძე

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეს სალომე კაპანაძეს მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყვეს და უზარმაზარი ფუმფულა დათუნია აჩუქეს. „ჩვენ ძალიან შეგიყვარდა ერთმანეთი, გუშინ ღამე ერთად გვეძინა. თითქმის მთელ საწოლს იკავებს. ბევრჯერ მქონია ისეთი მომენტი, რომ ძალიან მჭირდება ჩახუტება. ხანდახან ისევ ვარ ხოლმე, მინდა ვიღაც ჩამეხუტოს მთელი არსებით....“ - სალომე კაპანაძე.