აგვისტოში ვიზიტორთა რაოდენობა რუსეთიდან 6 პროცენტით შემცირდა, ევროკავშირიდან გაიზარდა

15:10 09-13-2019
89

აგვისტოში ვიზიტორთა რაოდენობა რუსეთიდან 6 პროცენტით შემცირდა, ევროკავშირიდან კი, 23 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.

მიმდინარე წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 248 083 მოქალაქე საქართველოს აზერბაიჯანიდან ეწვია. წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ზრდამ 16 პროცენტი შეადგინა.

მეორე ადგილზე რუსეთია, საიდანაც საქართველოს 252 873 მოქალაქე ესტუმრა. წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ვიზიტორთა კლებამ რუსეთიდან 6 პროცენტი შეადგინა.

ასევე, აგვისტოში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა საერთო რაოდენობა, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 5.8 პროცენტით გაიზარდა.